სიმბოლოების მოყვარული არ ვარ, მაგრამ არის კადრები რომელიც მეხსიერებაში ღრმად ილექება და გარკვეულ დატვირთვას იძენს. ზემო ნიქოზის ყარაულად დარჩენილი ნახევარ-ტანი, მგონი, სწორედ კარგი სიმბოლოა, ჩვენი მდგომარეობის ასაღწერად ე.წ საზღვრისპირა სოფლებში.
თითქოს ყველაფერი კარგადაა, სიმშვიდეა, პოლიცია პატრულირებს, მოსახლეობაც თავისუფლად დადის ,ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან, წვიმისა და უამინდობის დროსაც კი ხალხის ჩასაწერად "დაჭერა" რთული არ არის. მაგრამ ამ უცნაური ყარაულივით, რომელიც სულ რაღაცის მოლოდინშია და ამწვანებულ ლიანდაგებზე დაუდგამს ვიღაცას, ირგვლივ სურეალური ატმოსფეროა.